ქართული ოცნება

წილოსანი: როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება გადაფარო?!

როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?!

ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ.

წერს ქართული ოცნების წევრი, ნინო წილოსანი მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს.

კომენტარები