აშშ-ჩინეთი

ჩინეთი: აზიის ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან, რომ დიდმა ძალებმა საჭადრაკო ფიგურებად გამოიყენონ

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ი-ს თქმით, აზიის რეგიონის ქვეყნებმა დიდ ძალებს მათი ჭადრაკის ფიგურებად გამოყენების საშუალება არ უნდა მისცენ. ამის შესახებ ი-მ ინდონეზიაში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) სამდივნოს მიმართვისას ისაუბრა. 

მისი თქმით, დღეს არსებული გეპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი აზიური ქვეყანა ზეწოლის ქვეშაა, რომელიმე მხარე აირჩიონ. 

"ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ რეგიონის გეოპოლიტიკური კალკულაციებისგან იზოლირება. დიდი ძალების მეტოქეობასა და შეკავების პოლიტიკაში საჭადრაკო ფიგურებად გამოყენებისგან. ჩვენი რეგიონის მომავალი ჩვენ ხელში უნდა იყოს". – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ვანგ ი ასევე შეეხო ჩინეთ-ტაივანის საკითხს და აღნიშნა, რომ მანამ, სანამ "ერთი ჩინეთის პოლიტიკა" შენარჩუნებული იქნება და მას ყველა პატივს სცემს, არანაირი კონფლიქტი არ იქნება. 

"ტაივანის სრუტეზე ორივე მხარე შეინარჩუნებს მშვიდობიან განვითარებას. მაგრამ, თუ "ერთი ჩინეთის პრინციპს" თვითნებურად დაუპირისპირდებიან, ან მის საბოტაჟს შეეცდებიან, სრუტეს გასწვრივ ბნელი ღრლუბლები, ან, შესაძლოა, მრისხანე ქარიშხალიც კი გაჩნდეს". – თქვა ვანგ ი-მ.

კომენტარები