სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის ბარში შეიარაღებულმა პირებმა 15 ადამიანი მოკლეს

AFP

სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოში შეიარაღებულმა პირებმა ბარში, სულ მცირე, 15 ადამიანი მოკლეს. პოლიციის ცნობით, შემთხვევა 10 ივლისს, გამთენიისას მოხდა. 

შეიარაღებული პირები ადგილიდან მიკროავტობუსით მიიმალნენ. შესაბამისი უწყებების ცნობით, თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის. 

BBC-ის რეპორტიორის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება.

დაღუპულები 19-დან 35 წლამდე ადამიანები არიან. ჯერჯერობით, თავდამსხმელების ვინაობა უცნობია.

კომენტარები