კეიპტაუნის უნივერსიტეტის (UCT) და ლაიფციგის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი 10 000 წლით დათარიღებული ადამიანის უძველესი გენომი აღადგინა.
კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ტერიტორიაზე 10 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანების გენომი გენეტიკურად იმ ეთნიკური ჯგუფის მსგავსია, რომლის წარმომადგენლები ამჟამად სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში ცხოვრობენ.
ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პროფესორის, ვიქტორია გიბონის თქმით, გენეტიკური მასალა ამოიღეს ქალისა და მამაკაცის ნაშთებიდან, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქალაქ ჯორჯთან კეიპტაუნიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 370 კილომეტრში აღმოაჩინეს.
ამ რეგიონში აქამდე აღმოჩენილი და აღდგენილი უძველესი გენომის მასალა მხოლოდ 2000 წლით თარიღდებოდა.
Oakhurst-ის კვლევამ აჩვენა, რომ უძველესი გენომები გენეტიკურად მსგავსია დღეს იმავე რეგიონში მცხოვრები სან და ხოიხოის ეთნიკური ჯგუფების გენომების.
მსგავსი ევროპული კვლევები ფართომასშტაბიანი გენეტიკური ცვლილებების ისტორიას გვიჩვენებს, რომელიც ბოლო 10 000 წლის განმავლობაში ადამიანთა მასშტაბური გადასახლებებითა და მიგრაციით იყო გამოწვეული.
თუმცა, "სამხრეთ აფრიკის ეს ახალი შედეგები საკმაოდ უნიკალურია და მიუთითებს შედარებითი გენეტიკური სტაბილურობის ხანგრძლივს ისტორიაზეც" - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ჯოში გრეცინგი.