სამხრეთ აფრიკის ზოოპარკის ბოლო სპილო 40 წლის შემდეგ შემდეგ ველურ ბუნებაში გაათავისუფლეს, წერს BBC.
2 წლის ასაკში ჩარლი ზიმბაბვეს ეროვნული პარკიდან ცირკში ტრიუკების შესასრულებლად წაიყვანეს, მოგვიანებით კი სამხრეთ აფრიკის ზოოპარკში დააბინავეს, სადაც ცხოველთა დამცველებმა მის ჯანმრთელობაზე შეშფოთება გამოთქვეს.
ჩარლი იქ ყოფნის განმავლობაში ოთხი სპილოს სიკვდილის მოესწრო, მათ შორის ერთი თავისი სპლიყვი იყო.
სამხრეთ აფრიკის ბიომრავალფეროვნების ეროვნულმა ინსტიტუტმა, რომელიც მართავს ზოოპარკს, უარყო, რომ სპილო სტრესის ნიშნებს ავლენდა.
"ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ჩარლის მარტოობის დასასრულებლად", - თქვა Four Paws-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოზეფ პფაბიგანმა.
ზოოპარკიდან გათავისუფლების შემდეგ ჩარლის ახალი სახლი არის 10 000 ჰექტარი ფართობის ნაკრძალი, სადაც მისი სახეობის მრავალი წარმომადგენელი ბინადრობს.