საქართველო-ევროკავშირი

ჰარცელი: მაშინებს, რომ ვინც EU-ს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, ეჭვის დათესვას ცდილობენ

რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას. ჩემი აზრით, კრიტიკის ეს კატეგორია ცინიკურია და, რაც მთავარია, საზიანოა როგორც საქართველოსვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ. ჩვენ იმ დღეებში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ესაა ქვეყანა, რომელსაც რეალურად შესწევს უნარი, გააკეთოს საქმე.

თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

კომენტარები