იაპონია

იაპონიაში ყოფილ პრემიერს, შინძო აბეს თავს დაესხნენ, ორჯერ ესროლეს

შინძო აბე
EURONEWS

პარასკევს, 8 ივლისს, იაპონიაში, ქალაქ ნარაში ყოფილ პრემიერმინისტრს, შინძო აბეს თავს დაესხნენ. მას სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

აბეს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა თქმით, სროლის შემდეგ, ყოფილი პრემიერი უგონოდ იყო, ხოლო იაპონურ მედია NHK-ს ცნობით, მას სიცოცხლის ნიშნები არ ეტყობოდა.

აბე ნარაში იაპონიის პარლამენტის ზედა პალატის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე გასროლის ხმა ორჯერ გაისმა. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 41 წლის იამაგამი ტეცუია ადგილზე დააკავა და იარაღი ჩამოართვა.

შინძო აბე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აბემ პრემიერის თანამდებობა 2020 წელს დატოვა, როგორც ამბობდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თუმცა ის იაპონიის მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში კვლავ გავლენიან პირად რჩებოდა. შინძო აბეს პრემიერობის ვადა იაპონიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.

კომენტარები