საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: 2020 წელს 1%-იანმა ბარიერმა მოგვცა ნაციონალური მოძრაობა მრავალი სახით

ბარიერთან დაკავშირებით ჩვენ ზუსტად იგივე რამეს ვიმეორებთ, რასაც აქამდე ვამბობდით. რომ არათუ დაბალი ბარიერი არის გარანტი პლურალიზმისა და დეპოლარიზაციის, არამედ პირიქით, პოლარიზაცია არის ჯერ საჭირო იმისთვის, რომ დაბალმა ბარიერმა იმუშაოს იმ კუთხით, რომ პლურალიზმი უზრუნველყოს. დაბალ ბარიერს დეპოლარიზაცია რომ შეეძლოს, ჩვენ დეპოლარიზაცია უკვე დიდი ხანია, გვექნებოდა. 2020 წელს 1%-იანი ბარიერი იყო, რამაც ჩვენ ვნახეთ, საბოლოო ჯამში რა მოგვცა. ჩვენ მოგვცა არა მრავალფეროვანი და პლურალისტული პარლამენტი, არამედ მოგვცა ნაციონალური მოძრაობა მრავალი სახით, რომელიც სინამდვილეში იყო ერთი მთლიანი, მოქმედებდა ერთი ტაქტიკით, ერთ კალაპოტში იყო ჩამჯდარი და საბოლოო ჯამში, პლურალიზმის ნაცვლად, 1%-იანი ბარიერის პირობებში მივიღეთ ნაციონალური მოძრაობა მრავალი სახით. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა TV იმედის ეთერში. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

კომენტარები