ბიძინა ივანიშვილის საქმე

კობახიძე Credit Suisse-ზე: ფაქტია, ეს ანგრევს შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს

Credit Suisse-ს მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ ვიღაც რატომღაც არ უფრთხილდება შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციას, იმიტომ, რომ ფაქტია, ეს ყველაფერი ანგრევს შვეიცარიის საბანკო სისტემას, ბუნებრივია, ეს ასეა, სრულად კარგავს ასეთ დროს ნებისმიერი კლიენტის ნდობას ეს სისტემა. 

ბავშვობიდან გვახსოვს ყველას, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა გამოირჩეოდა ნდობის მაღალი ხარისხით, მთლიანად ნადგურდება ეს იმიჯი, სამწუხაროდ. რაში შეიძლება სჭირდებოდეს ვიღაცას ეს, მე არ ვიცი, და მეორე, ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისი ნების წინააღმდეგ, ამაზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, მე ამაში ვერ შევალ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იურიდიული ფირმა ემ ქეი დი-ს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზეა საუბარი. ემ ქეი დი-ს ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".

კომენტარები