სირცხვილია და ნაციონალური მოძრაობა ვერ შეთანხმდნენ იმაზე, ნაცმოძრაობა უფრო სირცხვილია თუ სირცხვილია უფრო სირცხვილია. სირცხვილია ამბობს, რომ ნაცმოძრაობის ლიდერების გამოსვლა აქციებზე სირცხვილია, ნაცმოძრაობა კი ამბობს, რომ სირცხვილიას ქმედებებია ამ აქციებზე სირცხვილი. შესაბამისად, საზოგადოებამ მხოლოდ ერთი რამე გაიგო, რომ ნაცმოძრაობა სირცხვილია. საზოგადოებამ დაინახა, რომ ქართულმა ოცნებამ გეგმა დადო, შეხვედრებია ჩანიშნული ოპოზიციასთან თუ არასამთავრობო სექტორთან, რაც უკვე მოიწონეს ყველაზე კრიტიკულად განწყობილმა ევროპარლამენტარებმაც კი. საზოგადოება ხედავს, რომ აქციებზე აშკარა გახდა პოლიტიკური მიზანი. არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო სექტორი, რომ ის არის აპოლიტიკური, ბოლო დროს საზოგადოებამ მშვენიერი პოლიტიკური მესიჯები გაიგო მათგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ აქციებს იმ სახელწოდებასთან, რაც დაარქვეს - შინ ევროპისკენ არაფერი საერთო არ აქვს, არამედ უნდა ერქვას - შინ ხელისუფლებისკენ, რადგან უკან სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, ამას აღარც მალავენ და სწორედ ამიტომ გამოაცხადა საზოგადოებამ პროტესტი, რომ ეს აქციები იყო არა შინ ევროპისკენ, არამედ შინ ხელისუფლებისთვის.
tbl.ge/62g0
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი.
ქართული ოცნებაგურამ მაჭარაშვილიერთიანი ნაციონალური მოძრაობასირცხვილიამოძრაობა სირცხვილიაშინ ევროპისკენ
ამავე თემაზე
- კობახიძე: სცენაზე ვინც იდგა აქციებზე, ყველა იყო უსამშობლო და უღმერთო
- სირცხვილია: სუს-დან გვითხრეს, თუ აქცია 5 წუთში არ დაიშლება, ყველას დაიჭერენ
- ჯაფარიძე: დასავლეთი ელოდება ჩვენგან, რომ შევძლებთ ოლიგარქიის დასრულებას
- ლელო: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ
- "გეგმა ზედაპირულია და არ არის მიმართული შინაარსზე" – შინ ევროპისკენ ოცნების ინიციატივაზე