აფრიკა

რატომ ხდებიან საფრანგეთის ყოფილი კოლონიები თანამეგობრობის წევრები?

საფრანგეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად გაბონი და ტოგო დიპლომატიურ ურთიერთობებს აძლიერებენ. ისინი ბრიტანეთის ერთა მეგობრობის (თანამეგობრობის) 55-ე და 56-ე წევრი სახელმწიფოები გახდნენ.

ორგანიზაციის წევრები ძირითადად ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებია. სახელმწიფოებს ერთმანეთთან სამართლებრივი ვალდებულება არ აქვთ, თუმცა ერთიანდებიან საერთო ისტორიული გამოცდილებისა და სხვადასხვა სფეროში ინგლისური ენის გამოყენების გამო. თანამეგობრობის ქარტიის თანახმად, ისინი ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულნი არიან.

ორგანიზაციას რუანდა - 2009 წელს, მოზამბიკი კი 1995 წელს შეუერთდა - საგულისხმოა, რომ არც ერთ მათგანს ბრიტანეთთან ისტორიული კავშირი არ ჰქონია. ის ფაქტი, რომ აფრიკის ქვეყნები თანამეგობრობაში გაწევრიანებას ირჩევენ მანიშნებელია იმისა, რომ გაერთიანებას ხედავენ, როგორ დიპლომატიური და კულტურული გავლენის გასაძლიერებელ კავშირს.

გაბონისა და ტოგოსთვის რუანდა იმედის მომცემი პრეცედენტია: გაწევრიანებიდან სულ რაღაც 13 წლის შემდეგ, მან ორგანიზაციის სამიტს უმასპინძლა, რომელსაც მსოფლიო ლიდერები მთელი მსოფლიოდან ესწრებოდნენ

გასათვალისწინებელია, რომ გაბონისა და ტოგოს თანამეგობრობაში შესვლა საფრანგეთის და აფრიკის ურთიერთობის გაუარესებას ემთხვევა. ახალგაზრდები ურბანული ადგილებიდან СFA ფრანკის ვალუტის ხმარებიდან ამოღებას ემხრობიან. СFA ფრანკი, პარიზის მთავრობასთან შეთანხმებით, ევროსთან არის მიბმული. ასევე, პრობლემურად რჩება საფრანგეთის სამხედროების ყოფნა საჰელში. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს უდიდეს ანგლოფონურ ბლოკში გაერთიანება პოპულარულია ახალგაზრდა ტოგოელებსა და გაბონელებში. 

დღეს ფრანგი პოლიტიკოსები მსგავს ტენდენციას მშვიდად ხვდებიან, თუმცა იყო დრო, როდესაც ისინი საჰარის სამხრეთით გავლენის ეროზიაზე შიშობდნენ.

იმავე მიზეზებით - დიპლომატიური კავშირის ზრდისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების სურვილით, Organisation Internationale de la Francophonie (OIF) მუდმივად ფართოვდება. ორგანიზაცია, რომელიც იმ სახელმწიფოებს წარმოადგენს, სადაც ფრანგული ან ლინგვა ფრანკა ან მშობლიური ენაა, 88 წევრს აერთიანებს.

განა შედარებით ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებითა და მზარდი ეკონომიკით, ერთ-ერთია იმ აფრიკული ქვეყნებიდან, რომელიც მყარი დიპლომატიური და პრაქტიკული მიზეზების გამო როგორც თანამეგობრობის, ისე OIF-ის აქტიური წევრი სახელმწიფოა. დასავლეთ აფრიკაში მისი მეზობლების უმეტესობა ფრანგულენოვანია და მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენონ ეს ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური რეალობა.

როგორც თანამეგობრობისთვის, ისე OIF-სთვის, მნიშვნელოვან კითხვად რჩება, აფრიკაში როგორ უნდა შეუწყოს ხელი კარგ მმართველობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას. ისინი წევრ სახელმწიფოებში აგზავნიან ექსპერტებს, რათა საარჩევნო სისტემა გააუმჯობესონ. თუმცა წევრად შერჩევის პროცესში მკაცრ წესებს არ იყენებენ, პირიქით, მიღებისას წახალისებისა და ჩართვით დახმარების გზას ირჩევენ.

კომენტარები