აფრიკა

ბურკინა ფასოს ლიდერმა რუსეთის დელეგაციასთან სამხედრო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა

ბურკინა ფასოს დროებითი პრეზიდენტი, იბრაჰიმ ტრაორე და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის სამიტის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, 2023 წლის 29 ივლისი.
Alexander Ryumin/TASS Host Photo Agency via REUTERS

სამხედრო ხუნტის მმართველობის ქვეშ მყოფი დასავლეთ აფრიკული ქვეყნის, ბურკინა ფასოს საპრეზიდენტო ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ჩასულ რუსეთის დელეგაციასთან დროებითმა პრეზიდენტმა, იბრაჰიმ ტრაორემ გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც მოსკოვსა და უაგადუგუს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს ოფიცრების წვრთნების საკითხი, მათ შორის, რუსეთში ბურკინელი პილოტების სასწავლებლად გაგზავნა.

ბურკინა ფასოს რუსეთთან ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც ხუნტამ თებერვალში ქვეყნიდან ფრანგული ძალები გააძევა, რითაც გაჩნდა ეჭვი, რომ  მეზობელი მალის მსგავსად, სადაც ვაგნერის ჯგუფი ოპერირებს, მოსკოვთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, იუნუს-ბეკ იევკუროვის ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტი ივლისში, რუსეთ-აფრიკის სამიტის ფარგლებში ტრაორესა და პუტინს შორის გამართულ მოლაპარაკებებს მოსდევს.

კომენტარები