დროებითი მთავრობა

პაპუაშვილი აქციაზე: ტექნიკური მთავრობის შექმნის მცდელობა კრახით დასრულდა

ჩვენთან მთელი ტალღა არის სხვადასხვა აღქმის შექმნისა და სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობები არის ხოლმე საჭირო იმისთვის, რომ ამ აღქმებს დავუპირისპიროთ ფაქტები და ბოლოს ერთი რამე არის კანონზომიერი ამ მთლიან დისკუსიაში. საბოლოო ჯამში, საზოგადოება რწმუნდება, რომ ის ყალბი აღქმები და ნარატივები, რაც ოპოზიციის ნაწილს შემოაქვს ხოლმე, ფაქტებით არის გაბათილებული და ვხედავთ, როგორც გუშინ დასრულდა აბსოლუტური კრახით ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო რაღაც ტექნიკური მთავრობების შექმნაზე და ფაქტობრივად, აქ კონსტიტუციის გვერდის ავლაზე იყო მთელი ეს ტალღის აგორების მცდელობა, ასევე კრახით დასრულდება ხოლმე ნებისმიერი ასეთი ყალბი ნარატივის შექმნა.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 24 ივნისს გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.

კომენტარები