დროებითი მთავრობა

ფიქრია ჩიხრაძე დროებით მთავრობაზე: ეს არის მასკარადის გაგრძელება

ჯერჯერობით რაც ხდება, ეს არის იმ მასკარადის გაგრძელება, რის თაობაზეც ისაუბრა პრეზიდენტმა, იმიტომ რომ არც კონსტიტუცია ცნობს ასეთ რამეს და არც რაიმე საკანონმდებლო ბაზა გააჩნია ამას. მაგრამ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩართულია ამ რაღაც უცნაურ პროცესში.

იმედი მაქვს, რომ ეს სამი კვირა მხოლოდ შიდა გუნდურ და შიდა პერსონალურ კონსულტაციებს კი არ დაეთმობა, არამედ, ამით მაინც იქნება გამართლებული ეს უცნაური პროცესი, რომ საზოგადოებასთან იქნება მეტი აქტიური და ადეკვატური კომუნიკაცია.

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი იმედოვნებს, რომ დარჩენილ სამკვირიან პერიოდს, ხელისუფლება ადეკვატურად გამოიყენებს და მინისტრების არჩევისას, საზოგადოების აზრს გაითვალისწინებს. 

კომენტარები