ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან 3-3 თეთრით გამყარდა – 4 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 3.15 თეთრით  გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.41 თეთრით. 4 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8762 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0062 ლარი. საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გამყარდა.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.91 ლარია, ერთი ევროსი - 3.06 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის შეძენა 2.88 ლარად შეგიძლიათ, 1 ევროსი - 3.02 ლარად. 

24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა. 

კომენტარები