ქუთაისში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.