რამე თუ შერჩა კაცური, გამოვიდეს და თქვას, რომ კი, მე შეურაცხყოფა მივაყენე. ჩვეულებრივი ბინძური პროვოკაცია დაიგეგმა ანრის წინააღმდეგ, სადაც მივიდა, უგინა ოჯახის წევრები, ახლობლები.
თავდასხმა ვატო წერეთელზე
ზარქუა: წერეთელს რამე თუ შერჩა კაცური, თქვას, რომ – კი, ოხანაშვილს შეურაცხყოფა მივაყენე
tbl.ge/62bx
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.
ამავე თემაზე
- კობახიძე წერეთელზე: ვიცი რა ჩასჩურჩულა ოხანაშვილს, ლაშქარავას გვარი არ იყო ნახსენები
- წერეთელი: ოხანაშვილს გადავუჩურჩულე, ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე არის-მეთქი
- საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობისა და მუქარის მუხლებით დაიწყო
- ადვოკატი: ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, წერეთელი პროკურატურაშია დაბარებული
- მდინარაძე ოხანაშვილზე: ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა