[...] ჩვენ ვერ დავეშვებით "ჭუტას" დონეზე... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია - მეც იმავეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა.
tbl.ge/62c5
დაკოპირდა
ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმას. ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.
ამავე თემაზე
- კობახიძე წერეთელზე: ვიცი რა ჩასჩურჩულა ოხანაშვილს, ლაშქარავას გვარი არ იყო ნახსენები
- წერეთელი: ოხანაშვილს გადავუჩურჩულე, ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზე არის-მეთქი
- საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობისა და მუქარის მუხლებით დაიწყო
- ადვოკატი: ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, წერეთელი პროკურატურაშია დაბარებული
- მდინარაძე ოხანაშვილზე: ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა