თავდასხმა ვატო წერეთელზე

იონათამიშვილი: ოხანაშვილმა ამერიკელების თვალწინაც არ გაატარა ღირსების შელახვა

ამაზე უფრო სიმბოლური ამ დღეებში ვერაფერი მოხდებოდა!

ერთ მხარეს - პროვოკატორი, მატყუარა, უმორალო, უთავმოყვარეო, მკვლელი ჭუტა წერეთელი და მეორე მხარეს - წესიერი, საქმიანი, ერუდირებული, ღირსეული კაცი ანრი ოხანაშვილი ევროპული განათლებით, რომელმაც ამერიკელების თვალწინაც არ დაუშვა ღირსების შელახვა გაეტარებინა.

ერთი თბილისში მამის ფულების იმედით ბავშვებს რომ ხოცავდა, მაშინ მეორე, სიმწრით მოპოვებული დაფინანსებით, ევროპაში სწავლობდა და სადოქტოროს იცავდა.

ზუსტად ასეთი განსხვავებაა ნაცებსა და ქართულ ოცნებას შორის.

წერს ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი Facebook-ზე. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები