რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯეიმს მეტისი: ახლა ვუყურებთ, როგორ ჭკნება რუსეთი ჩვენ თვალწინ

"ამერიკაში ასეთი გამოთქმა გვაქვს, რომ ერები მოკავშირეებით აყვავდებიან, ხოლო ისინი, ვისაც მოკავშირეები არ ჰყავს, დაჭკნებიან და ჩვენ ახლა სწორედ რუსეთის ჭკნობას ვხედავთ". – აშშ-ს ყოფილმა თავდაცვის მდივანმა, გენერალმა ჯეიმს მეტისმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. 

მეტისმა რუსეთის სამხედრო ოპერაციას "საცოდავი" უწოდა და თქვა, რომ ეს არის უკრაინაში სამხედრო კამპანიის "ამორალური, ტაქტიკურად არაკომპეტენტური, ოპერაციულად სულელური და სტრატეგიულად უგუნური მცდელობა". 

მან ასევე ისაუბრა აშშ-ს წინა მცდელობებზე, რუსეთი "ერთა გაერთიანებაში" ინტეგრირების, თუმცა, მისი თქმით, პუტინის, როგორც ლიდერად ყოფნის შემთხვევაში ეს შეუძლებელია.

"ჩვენი დროის ტრაგედია არის ის, რომ პუტინი არის პირდაპირ დოსტოევსკიდან ამოღებული არსება. ის ყოველ ღამე გაბრაზებული იძინებს, ის ყოველ ღამე შეშინებული იძინებს, ის ყოველ ღამე იმაზე ფიქრით იძინებს, რომ რუსეთი კოშმარებით არის გარშემორტყმული და ის ამით ხელმძღვანელობს". – თქვა მეტისმა. 

კომენტარები