თავდასხმა ვატო წერეთელზე

ოხანაშვილი წერეთელზე: ჩაიტაროს ექსპერტიზა, არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი თრობა ჰქონდა

მე არ გამოვრიცხავ, რომ მას [ვატო წერეთელს] ჰქონდა შესაბამისი თრობა. ჩაიტაროს ექსპერტიზა სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი. თუ ეს დადასტურდება, როგორ შეიძლება, რომ აშშ-ს საელჩოში ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსებისშემლახველ სიტყვებს ეუბნება.  

მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება, მე ძალიან კარგად ვიცი და ყოფილა შემთხვევები პროვოცირებული, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეურაცხყოფის მოყენებასაც კი ჰქონია ადგილი, მაგრამ ეს გასცდა ყოველგვარ საზღვარს. 

ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.  TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები