რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი უკრაინას ჰაუბიცებსა და ჯავშანტექნიკას მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცებსა და ჯავშანტექნიკას მიაწოდებს.

"NATO-ში, როგორც რამდენიმე დღის წინ ევროპულ საბჭოში და G7-ის სამიტზე, ერთხმად გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ უკრაინის მიმართ ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერა. მოკავშირეები ვასრულებთ ჩვენს პასუხისმგებლობას. საფრანგეთი სწრაფად მიაწვდის უკრაინას იმ აღჭურვილობას, რომელიც თავის დასაცავად სჭირდება, მათ შორის, კიდევ 6 Caesar-ის ტიპის ჰაუბიცებსა და ჯავშანტექნიკების მნიშვნელოვან რაოდენობას. საფრანგეთი, მოკავშირეები და ევროპელი პარტნიორები არიან და იქნებიან მათ გვერდით". - წერს მაკრონი Twitter-ზე.

 CAESAR-ი ფრანგული წარმოების 155 მმ.-იანი თვითმავალი ჰაუბიცებია. მარტის დასაწყისში საფრანგეთმა უკრაინას მცირე სამხედრო დახმარება გაუწია, თუმცა არ დაასახელეს თუ რა სახის შეიარაღება გადასცეს კიევს. დახმარების შემცველობა მათ, როგორც თავად ამბობდნენ, რუსეთის პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით არ დაასახელეს.

აპრილის შუა რიცხვებში ემანუელ მაკრონი საკუთარ Twitter-ზე წერდა, რომ საფრანგეთმა უკრაინას €100 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა.

კომენტარები