ქართული ოცნება

ხუნდაძე: შინაგანად ზუსტად იქ ვარ, რასაც ქართული ოცნება აკეთებს

როცა გამოვედით, ვთქვით, რისთვის გამოვდივართ, რომ გარკვეული ვალდებულებები, გარკვეული უხერხულობები არ გვქონდეს, და თავისუფალი ვიყოთ ყველანაირი ვალდებულებებისგან. თქვენ რა გგონიათ ახლა, რომ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისთვის დავტოვეთ ქართული ოცნება, რომელთანაც თანხვედრია ჩემი პოლიტიკური ასაკი ქართული ოცნების ასაკთან?

მე პირველი დღიდან ვიყავი იქ და ჩემთვის ძალიან მძიმეა ახლა, რომ მე არ ვარ ქართული ოცნების წევრი, მაგრამ შინაგანად ზუსტად იქ ვარ, რასაც ისინი აკეთებენ. უბრალოდ, მინდა, რომ მე ამ პროცესს მივეხმარო ჯანსაღად, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს თავაწეული, ღირსეული და ომის გარეშე, სისხლის გარეშე. არის თემები, რომლებიც შესაძლოა გახდეს სააშკარაოზე გამოსატანი, ამიტომ გამოვედით, ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვდგავართ გარეთ, მაგრამ ამ ჩვენი გარეთ დგომით შეუძლება უფრო შიგნით შევიდეთ.

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე TV იმედის ეთერში. მან სოზარ სუბართან და მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ოფიციალურად ქართული ოცნება დატოვა.

კომენტარები