გასარკვევია, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა საერთოდ: რაიმე თრობის ქვეშ ხომ არ იმყოფებოდა, ნარკოტიკული, ალკოჰოლური თუ ნებისმიერი სხვა. ეს გადასამოწმებელია... ეს ეჭვი ჩნდება იმიტომ, რომ თქვენ წარმოგიდგენიათ? აშშ-ს, სტრატეგიოული პარტნიორის ღონისძიებაზე ხარ მონაწილე, შენს მეგობრებთან საუბრობ, ადამიანი მოდის, გაყავხარ გვერდით და რაღაცა ქუჩური, ბინძური, ამაზრზენი, ამორალური დამოკიდებულებით და სიტყვებით მოგმართავს. და ამის შემდეგ, თურმე კიდევ ეს ადამიანი ყოფილა დაჩაგრული.
ვატო წერეთელი
ოხანაშვილი: გადასამოწმებელია, წერეთელი ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხომ არ იყო
tbl.ge/62a1
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი კვლავ იმეორებს, რომ აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე TV პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა "უბინძურესი პროვოკაცია" მოუწყო. მისი მტკიცებით, წერეთელმა "ყურში, ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა". TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა. აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ.
ამავე თემაზე
- მგალობლიშვილი: წერეთელმა ანრის უკადრისი სიტყვები ჩასჩურჩულა – ქართველი კაცი ვერ აიტანს
- ზარქუა წერეთელზე: ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ
- ზარქუა წერეთელზე: საგინებლები კი არიან ასეთი პროვოკატორები, მაგრამ აუცილებლობა არ იყო
- ქარტია წერეთელზე თავდასხმაზე: მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა
- ოხანაშვილი: ვატო წერეთელმა ყურში უბინძურესი სიტყვები მითხრა, ადეკვატური პასუხი გავეცი