შინ ევროპისკენ

შინ ევროპისკენ: ოცნება ჩვენი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას ცდილობს

Vakho Kareli

სახალხო მოძრაობა შინ ევროპისკენ განცხადებას ავრცელებს - მათი ცნობით, ქართული ოცნება მოძრაობის კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას მიზანმიმართულად ცდილობს.

"რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადების მიხედვითვე, დღეს, 30 ივნისს, 16:00 საათზე დედაენის პარკში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ. საჯარო დისკუსიას შოთა დიღმელაშვილი და გიორგი ქადაგიძე გაუძღვებიან.

მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მშვიდობიანია და ძალადობის ელემენტებს გამორიცხავს. შინ ევროპისკენ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება. 

დღეს, 29 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სტუდენტები ამბობენ, რომ სამოქალაქო მოძრაობის შინ ევროპისკენ ბროშურებს არიგებდნენ და 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე საინფორმაციო შეხვედრები ჰქონდათ, რა დროსაც მათ თავს ქართული ოცნების პარტიული აქტივისტები დაესხნენ. 

კომენტარები