მინდა ვუპასუხო მზაკვრულ ნარატივს, რაც, როგორც ჩანს, კვლავ გრძელდება. ეს პირდაპირ FSB-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან ამოღებულს ჰგავს, მაგრამ, ნება მომეცით გარკვევით ვთქვა. აშშ არ ცდილობს საქართველოს უკრაინის ომში ჩათრევას. აშშ-ს არ სურს ამ ომის არცერთი მიმართულებით გაფართოება. აშშ აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გააჩეროს ომი. პუტინია, ვინც ეს სასტიკი და აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და პუტინია, ვისაც მისი დასრულება შეუძლია. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები ბოლო 30 წელია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ევრო-ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის მოკვლა. რუსეთია, ვინც წაბილწა თქვენი ეკლესიები და ისინი საჯინიბოებად გამოიყენა. თუ რაიმე კითხვა არსებობს, რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთან, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს. თქვენი მეგობრები იმყოფებიან აშშ-სა და ევროპაში და ეს არის გზა საქართველოსთვის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ.
tbl.ge/628q
დაკოპირდა

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ამავე თემაზე
- რადიო თავისუფლება: თბილისის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა
- მაჭავარიანი: ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, არიან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მტრები
- პაპუაშვილი აშშ-ზე: ვიზიტს იმედით ვუყურებთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით
- ბოჭორიშვილი აშშ-ს სახდეპის წარმომადგენელს შეხვდა – საგარეო
- აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ოპოზიციის ალიანსს, ლელოსა და გახარიას პარტიას შეხვდა




