რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ

Johanna Geron/Reuters

NATO-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს წევრი სახელმწიფოები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი გამოწვევის წინაშე არიან.

მადრიდში მიმდინარე NATO-ს სამიტის მეორე დღეს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს წევრები იკრიბებიან "უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისისას, რომლის წინაშეც ვმდგარვართ".

"მკაფიოდ ვიტყვით, რომ რუსეთი ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხეს პირდაპირ უქმნის". - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, ის მოელის, რომ სწრაფად მოხდება შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება სწრაფად მოხდება მას შემდეგ, რაც თურქეთმა ჩრდილოეთის ამ ორი სახელმწიფოს ალიანსში შესვლას აღარ ეწინააღმდეგება.

"სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შვედეთს და ფინეთს წევრებად მოვიწვევთ, რაც უპრეცედენტოდ სწრაფად მოხდება". - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები