რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ევროპაში სამხედრო კონტიგენტსა და შესაძლებლობებს აძლიერებს

ჯო ბაიდენი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი.
Susan Walsh/AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ევროპაში აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა გაიზრდება.

"პუტინმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია… აშშ და მოკავშირეები ძლიერდებიან და ამტკიცებენ, რომ ნატო უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა". - თქვა ჯო ბაიდენმა.

ამერიკელი ჟურნალისტის, ნიკ შიფრინი ინფორმაციით, ევროპაში აშშ-ს კონტინგენტის გაფართოება შემდგომ რეფორმებთან ასოცირდება.

  • პოლონეთში არმიის მე-5 კორპუსის მუდმივი შტაბის ჩამოყალიბება;
  • რუმინეთში დამატებითი როტაციული ბრიგადის განლაგება;
  • დიდ ბრიტანეთში 2 დამატებითი F-35 ესკადრილიის განლაგება;
  • ბალტიისპირეთში როტაციული განლაგების "გაძლიერება".
  • ესპანეთში 4-დან 6-მდე საზღვაო ძალების გამანადგურებლის განლაგება;
  • გერმანიასა და იტალიაში დამატებითი საჰაერო თავდაცვის განლაგება;

 

კომენტარები