კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 2 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 058 შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. 20-26 ივნისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 63 404 ტესტი და დადასტურდა 1 058 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 1.67%. ქვეყანაში 1 086 აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 660 429 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 642 476 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 841.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები