რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი G20-ის სამიტზე დასწრებას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინდონეზიაში დიდი ოცეულის G20-ის სამიტზე დასწრებას გეგმავს. უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის მიუხედავად, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ მსოფლიოს მთავარი განვითარებადი და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების შეხვედრაზე პუტინი მაინც მიიწვია

დასავლეთის ლიდერებს შორის ჯერ არ არსებობს კონსენსუსი, პუტინის დასწრების გამო გამოუცხადებენ თუ არა G20-ის სამიტის ბოიკოტს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ იცის პუტინის მონაწილეობის გამო, წავა თუ არა სამიტზე. 

"საბოლოოდ, ჩვენ გადაწყვეტილების მიღება გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მოგვიწევს, რადგან მანამდე მსოფლიოს კურსი მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს". - თქვა შოლცმა. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეინმა კი თქვა, რომ G20-ის სამიტი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ პუტინის დასწრების გამო შეხვედრა არ უნდა ჩაიშალოს. ლეიენის განმარტებით, ის ბოიკოტს არ ემხრობა. 

მიმდინარე წლის აპრილში ვიდოდომ G20-ის სამიტზე მოწვევა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც გაუგზავნა. ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა, თუმცა არ უთქვამს, დაესწრება თუ არა შეხვედრას.

დიდი ოცეულის სამიტი კუნძულ ბალიზე 2022 წლის ნოემბერში ჩატარდება.

კომენტარები