ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა: აშშ აზიური სტილის NATO-ს შექმნას ცდილობს

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს აზიაში NATO-ს მსგავსი სამხედრო ორგანიზაციის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, აშშ-ს მიზანი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების დამხობაა.

"მაშინ, როდესაც აშშ დაუფარავად მართავს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იაპონიასა და სამხრეთ კოერასთან, ის სრულად მომწიფებულ ნაბიჯებს დგამს, რათა ჩამოაყალიბოს აზიური სტილის NATO. [...] ეს ამტკიცებს, რომ აშშ-ს აქვს ორმაგი სტანდარტები, მისი "დიპლომატიური ჩართულობის" და "წინაპირობების გარეშე დიალოგის" რიტორიკით, ამავდროულად, ამჟღავნებს კიდევ ერთხელ, რომ არ არის ცვლილება აშშ-ს ამბიციებში, ძალით დაამხოს ჩვენი სისტემა". – წერია განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, აშშ-ს არაკეთილგანწყობილი ქმედებები ქვეყანას თავდაცვის გაძლიერებას აიძულებს. 

"რეალობა გვაიძულებს ყველა ძალებისა და საშუალებების გამოყენებით შევეცადოთ კიდევ უფრო გავძლიერდეთ, რათა შევძლოთ აშშ-ს მხრიდან ნებისმიერი არაკეთილგანწყობილი ქმედების დაძლევა". – წერია განცხადებაში.

სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი მაისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. მხარეები საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. წვრთნების მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეის შეკავებაა, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას ცდილობს

კომენტარები