რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: სევეროდონეცკის აღება რუსეთისთვის წარმატებაა – ეს არაა მთლიანი დონბასი

უკრაინელი სამხედრო სანგარში, დონეცკთან ახლოს, 2021
AFP

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მართალია, სუვეროდონეცკის აღება რუსეთისთვის წარმატებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს დონბასის მთლიანად დაკავებას

"სავარაუდოდ, უკრაინული ძალების დიდმა ნაწილმა დონბასის ქალაქ სევეროდონეცკში თავდაცვითი პოზიციები დატოვა. [...] რუსეთის მიერ ქალაქის აღება მნიშვნელოვანი მიღწევაა, შემცირებული მიზნის გათვალისწინებით. დასახლება მთავარი სამრეწველო ცენტრია და მას მდინარე სივერსკის დონეცკზე სტრატეგიული პოზიცია აქვს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ რამდენიმე რთული მიზნიდან, რომელსაც რუსეთმა უნდა მიაღწიოს მთელი დონბასის რეგიონის ოკუპაციისთვის. მას სჭირდება კრამატორსკის მთავარ ცენტრში წინსვლა და დონეცკის სამარშრუტო გზების ბლოკირება. ". - ვკითხულობთ დაზვერვის ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში. 

გუშინ, 25 ივლისს რუსულმა სამხედრო ძალებმა სრულად დაიკავეს და კონტროლი დაამყარეს ქალაქ სევეროდონეცკზე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის დატოვების ბრძანება 24 ივნისს მიიღეს.

სევეროდონეცკში რამდენიმე კვირაა აქტიური ბრძოლები მიმდინარებს. ქალაქის ნაწილებზე უკრაინელებისა და რუსების კონტროლი რეგულარულად იცვლებოდა. კვირების განმავლობაში რუსული სამხედრო ძალები აკონტროლებდნენ სევერედონეცკის უმეტეს ნაწილს, თუმცა არა მთელ ქალაქს.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში განადგურებულია სოციალური ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების 90%. 

კომენტარები