რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკს ტოვებენ

სევეროდონეცკი, 2 ივნისი
REUTERS/Serhii Nuzhnenko

უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკს ტოვებენ. გაცემულია ბრძანება. ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი გაიდაიმ ისაუბრა. 

"გვიწევს ბიჭების გაყვანა. არავინ ტოვებს ჩვენს ბიჭებს. არავინ დაუშვებს ალყაში მოქცევას". – თქვა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, დასუსტებულ პოზიციებზე ყოფნას "აზრი არ აქვს, რადგან ყოველელ დღე დაღუპულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიძლება გაიზარდოს".

გაიდაიმ აღნიშნა, რომ სამხედროების ახალ პოზიციებზე გადასვლის ბრძანება გაცემულია.

"მათ უკვე მიიღეს ახალ პოზიციებზე გადასვლის ბრძანება, ახალ გამაგრებულ რაიონში. იქედან უკვე ნორმალურად და სრულფასოვნად აწარმოებენ სამხედრო მოქმედებებს". – თქვა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში საცხოვრებელი სახლების 90% განადგურებულია. 

სევეროდონეცკისთვის მძიმე ბრძოლები უკვე რამდენიმე კვირაა რაც მიმდინარეობდა. ქალაქის ნაწილებზე კონტროლი რეგულარულად იცვლებოდა.

კომენტარები