5 ივლისი

კობახიძე 5 ივლისზე: იცით ორგანიზატორი, რომელიც არ დაისაჯა? მორგოშიამ რა გააკეთა?

თქვენ იცით რომელიმე სახელი და გვარი ორგანიზატორის, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? აბა, ერთი სახელი და გვარი მითხარით. ჰო, რა გააკეთა, მაგალითად, პირობითად, მორგოშიამ? რა გააკეთა მორგოშიამ?  

მე ახლა ამაში ვერც შევალ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, მაგრამ იმ სტანდარტით რომ წავყვეთ ჩვენ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიას და მახარაძის დასჯაზე, მაშინ გამოვა, რომ ოპოზიციიდან იქნება ნახევარი პოლიტიკური სპექტრი დასაჭერი. რა მნიშვნელობა აქვს, ვიღაც მედიაზე ძალადობს თუ პოლიტიკოსზე? აქ საუბარია სისხლის სამართლის სტანდარტებზე. სისხლის სამართლის სტანდარტი იცით რა არის და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია. ჩემი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ ასე იქნებოდა, თუმცა, არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი. უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის მაგალითად გამონათქვამს აქვს მიზეზობრივი კავშირი შემდეგ ძალადობასთან. მორგოშიას ფრაზა არსებობს, სადაც ის მოუწოდებს... იქ საუბარი იყო, რომ ხალხი უნდა დაძრულიყო სირცხვილიას ოფისისკენ, ყოველგვარი მოწოდების გარეშე, მასეთი მილიონი მოწოდება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეები უნდა დაიძრან ქართული ოცნების ოფისისკენ, მაგრამ მიზეზობრივი კავშირი თუ არ არის ამ მოწოდებასა და მერე ძალადობას შორის, თუ არ დგინდება, რომ ამ მოწოდებას მოჰყვა შემდეგ ძალადობა და ამ მოწოდების მიზანი იყო ძალადობა... 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 5 ივლისზე საუბრისას.

კომენტარები