ევროკავშირი

კუბილიუსი: პუტინი ომშია წევრობის კანდიდატთან, გეოპოლიტიკურად, ესაა ომი ევროკავშირთან

უკრაინა ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია. გუშინ წინასწარ აღვნიშნეთ ეს ევროპარლამენტში. ჩვენ სწორად ვიგრძენით, რომ საბჭო უბრალოდ ვერ გაბედავდა სხვა გადაწყვეტილების მიღებას. უკრაინის ლიდერობა ასევე ცვლის ევროკავშირსაც - გადაწყვეტილებები, რომლებიც 2014 წლიდან შეუძლებელი ჩანდა - მიღებულ იქნა.

დღეის მდგომარეობით, პუტინი ომში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ესაა ომი ევროკავშირთან. ეს არის უკრაინის ისტორიული გამარჯვება. ესაა პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხი. და არა მხოლოდ უკრაინაში - მოლდოვაშიც. შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც.

წერს ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი.

კომენტარები