ევროკავშირი-უკრაინა

ზელენსკი: მჯერა, EU-ს დროშა იქნება ყველა ქალაქში, რომელსაც ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ

ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ, უკრაინელებს, გვჯერა ევროკავშირის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფორმალურად ევროკავშირის მიღმა ვიყავით, ჩვენს ქვეყანას, ალბათ, ერთიანი ევროპის ყველაზე მეტი დროშა ჰქონდა. ეს დროშები ეჭირა ჩვენს ხალხს ხელში რევოლუციების დროს. 2014 წლის შემდეგ ეს დროშები ეჭირათ ხელში სანგრებში მყოფებს. მე მჯერა, რომ ევროკავშირის დროშა იქნება ყველა იმ უკრაინულ ქალაქში, რომელიც რუსული ოკუპაციისგან გვაქვს გასათავისუფლებელი. 

უკრაინული და ევროპული დროშა ერთად იქნება მაშინაც, როდესაც ომის შემდეგ თქვენი დახმარებით ქვეყანას ერთად ავაშენებთ.

დღეს ჩვენი შეხვედრისას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს - ყველას, ვინც იარაღით ხელეი იცავს უკრაინის დამოუკიდებლობასა და ევროპის თავისუფლებას. 

მადლობა თქვენ! მადლობა, რომ შესაძლებელი გახადეთ უკრაინისა და ევროპი ახალი ისტორიის შექმნა - უფრო ძლიერისა და უფრო თავისუფალი ევროპის. დიდი მადლობა ყველას! დიდება უკრაინას!

მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, მას შემდეგ, რაც უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.

კომენტარები