პუტინის რუსეთი

რუსეთში კოლონია თანამშრომლებისთვის გასაბერი ბანანის ყიდვას აპირებდა

Vektor

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ბაშკირიის რესპუბლიკის ერთ-ერთმა გამოსასწორებელმა კოლონიამ გასაბერი ბანანის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

ექვსადგილიანი ორმაგი გასაბერი ბანანის შეძენისთვის დაწესებულებამ 132 000 რუბლი ($2422) გამოყო. უცნაურ ტენდერს ყურადღება ბიზნეს მედია РБК-მ მიაქცია. ამ დროისთვის სახელმწიფო შესყიდვების საიტზე წერია, რომ ტენდერი არ შედგა.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ადგილობრივი ფილიალის წარმომადგენლების განმარტებით ბანანის შეძენა დასასვენებელი ბაზის, დუბრავასთვის უნდოდათ, რომელიც ნუგუშის წყალსაცავის ნაპირზე მდებარეობს.

"ოჯახებისა და ახალგაზრდების გართობაზე ორიენტირებული დასასვენებელი ბაზის ძირითადი მომხმარებლები სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები და ვეტერანები არიან". – ამბობს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის პრეს-ცენტრის თანამშრომელი.

კომენტარები