რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უსაფრთხოება: რუსეთის სამხედრო ძალების დანაყოფი "ელიტა" თითქმის განადგურებულია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფი ელიტა, რომელიც NATO-სთან დაპირისპირებისთვის იყო მომზადებული. ინფორმაციის დასადასტურებლად СБУ ოკუპანტების სატელეფონო საუბარს აქვეყნებს.

ჩანაწერი ცხადყოფს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის დასაცლეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები სრულად დაამარცხეს და გადარჩნენ მხოლოდ ის სამხედროები, რომლებმაც უკრაინაზე თავდასხმაზე უარი თქვეს.

"დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც არ წავიდნენ. ზოგიერთი აღმოსავლელი ჩემს გვერდით მიდის, რადგან დასავლელები თითქმის აღარ არიან. ყველა ტექნიკა დაზიანებულია, საბურავები დახვერილია, კოშკურა აღარ მუშაობს, მერე კიდევ რაღაც სხვა არ მუშაობს და ასე. მოხალისეები მიდიან ბოლომდე და სულ ეს არის". - ისმის ჩანაწერში.

ამავე ჩანაწერში, ერთ-ერთი ოკუპანტი აღნიშნავს, რომ ბრძოლას ბევრი ოფიცერი ემსხვერპლა და ქვეითების უდიდესი რაოდენობა გამოიყენება როგორც "ცოცხალი ხორცი". ასევე, არასაკმარისია მძღოლების რაოდენობაც.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქში შედის მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი. მასში შედის "სამხედრო ელიტა", რომელიც NATO-ს ძალებთან დაპირისპირებისთვის იყო მომზადებული.

კომენტარები