რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 21 ივნისის ანგარიში

რუსი ოკუპანტი ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქი.
Alexander Ermochenko/Reuters

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, კრემლმა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური შეცვალა. რამდენიმე რუსულმა გამოცემამ დაადასტურა, რომ ცენტრალური სამხედრო ოლქის შტაბის ამჟამინდელი უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი შეცვლის რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების ამჟამინდელ მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ანდრეი სერდიუკოვს.

რუსეთის სამხედრო ძალები ლისიჩანსკში ტერიტორიული წინსვლის მიღწევას ცდილობენ. პრორუსული წყაროები უკრაინის მოსახლეობაში შფოთვისა და უკმაყოფილების გასაძლიერებლად დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობენ. რუსულმა ტელეგრამ არხებმა 12 ივნისს ყალბი სამობილიზაციო ბრძანება გაავრცელეს.

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის მქონე შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

კრემლის ძალისხმევა დაღუპული სამხედრო პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვასა და DNR-სა და LNR-ში მიმდინარე იძულებითი მობილიზაციის შესახებ რუსეთში დაძაბულობას ამძაფრებს. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (GUR) იტყობინება, რომ კრემლმა იურისტებსა და ფსიქოლოგებს ჩაძირული კრაისერ "მოსკვას“ პერსონალის ოჯახებს დაღუპული ნათესავების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავი შეკავება აიძულა, რუსეთში მზარდი სოციალური დაძაბულობის ჩახშობის მიზნით.

  • კრემლმა ცოტა ხნის წინ შეცვალა რუსეთის საჰაერო სადესანტო (VDV) ძალების მეთაური და, შესაძლოა, სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაური გაათავისუფლოს.
  • რუსულმა ძალებმა 21 ივნისს განხორციელდა რამდენიმე წარმატებული წინსვლა სევეროდონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთით დასახლებებში.
  • რუსული ოპერაციები იზიუმ-სლოვიანსკის ღერძზე წარმატებას ვერ აღწევს.
  • რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, მდინარე ინჰულეცის აღმოსავლეთი სანაპიროზე კონტროლი დაამყარეს, რომელიც მდებარეობს ხერსონ-მიკოლაივის ოლქის საზღვართან.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკში სახმელეთო თავდასხმების წარმოება განაგრძეს და ააფეთქეს ხიდები, რომლებიც სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს აკავშირებს.
  • ოკუპანტებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცირე წინსვლას მიაღწიეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები