დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს სტატუსი, რაც მათ სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ მათი ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ყალბია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო. ეს წერია მარგველაშვილის წერილში ზუსტად – ჩვენი მახინჯი გოგო იქნებ მოიყვანო ცოლადო. არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო, შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე: მარგველაშვილის წერილში წერია, ჩვენი მახინჯი გოგო იქნებ მოიყვანო ცოლადო
tbl.ge/61vt
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტების, მათ შორის გიორგი მარგველაშვილის და პარლამენტის ყოფილი სპიკერების წერილს. ყოფილი ლიდერები ევროკავშირს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ.
ამავე თემაზე
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
- პირველი შეხვედრა იყო, პოზიციები გავცვალეთ - ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე




