დეოლიგარქიზაცია

სარჯველაძე: არ მგონია, ვინმეს მიზეზი ჰქონდეს სათქმელად, რომ ივანიშვილი ოლიგარქია

როდესაც ვსაუბრობთ დეოლიგარქიზაციაზე და ა.შ. არ შეიძლება, მხოლოდ სურვილისამებრ ამოიკითხონ შინაარსი ოპოზიციონერებმა ამ კონკრეტული რეკომენდაციისა და როდესაც გამოითქმის მოსაზრება, რომ ოპოზიციის მხარესაც არის მცდელობები ოლიგარქიული მმართველობის შექმნის, რა თქმა უნდა, ამის პრევენციაზე მუშაობა, შეიძლება, არსებობდეს.  

[ბიძინა ივანიშვილი რომ ოლიგარქია] ეს თქვენი მოსაზრებაა, მაგრამ მე მგონია, რომ არის მცდარი მოსაზრება. მცდარი მოსაზრებაა იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ვსაუბრობთ ოლიგარქიაზე, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი კომპონენტია არა მხოლოდ სიმდიდრე, სიმდიდრის არსებობა, არამედ ის, რომ ხელისუფლების გამოყენება ხდება ოლიგარქიული მიზნებით - ეს სრულიად სხვა შემთხვევაა. მე არ მგონია, მიზეზი ჰქონდეს ვინმეს სათქმელად, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, უბრალოდ, ეს გამორიცხულია. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე. 

კომენტარები