ეს მისი პირადი სივრცეა, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მე, შეიძლება, რაღაცები არ მომეწონა, ვიღაცას, შეიძლება, მოეწონა, ვიღაც, შეიძლება, უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაც უფრო ნაკლებად, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება პირად სივრცეში, მით უმეტეს, ხელშეუხებელია. თუმცა, ზოგადად, ჩემი თხოვნა იქნება, პირველ რიგში, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, რომ გვახსოვდეს, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი და უზენაესი არის ქვეყნის ინტერესები და ვიმოქმედოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებით. ამიტომ, ყველამ გავითვალისწინოთ ეს. მე არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება პირად სივრცეში, ამას ვერ შეეხება ვერავინ, თუმცა, ამავდროულად, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გვყავს უამრავი მხარდამჭერი და ეს პასუხისმგებლობა კარგად გავითავისოთ.
საქართველო-ევროკავშირი
კალაძე სამხარაძეზე: ჩემი გუნდის მიმართ თხოვნაა – გვახსოვდეს, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს
tbl.ge/61vg
დაკოპირდა

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე სამგორის გამგებელზე, კახა სამხარაძეზე. სამხარაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას Facebook-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ვინც იქ მივიდა, მაგარი სი*ები ხართ, ჩემს თაობას ვეუბნები". მოგვიანებით, მან პოსტი წაშალა და თქვა, რომ "სიტყვა, რომელზეც ამბავი ატეხეთ, სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს".
საქართველო-ევროკავშირითბილისის მერიაკახა კალაძეკახა სამხარაძესამგორის გამგებელიაქცია რუსთაველის გამზირზეშინ ევროპისკენ
ამავე თემაზე
- კუბილიუსი: ქართული ოცნებისგან ვერ ვხედავთ ქცევას, რომ მზად არის, შეასრულოს კრიტერიუმები
- ევროპარლამენტარები: კრემლს ტერიტორიის 20%-ის გარდა, ქართული პოლიტიკური ნების ოკუპირება სურს
- ფოტიგა: 2008 წლის ომმა უკვე აჩვენა, რომ დასავლეთი კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ენდოს
- დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს
- ქართული კომპანიები ევროკავშირის ქვეყნების საჯარო შესყიდვებში მონაწილეობას შეძლებენ