რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე საჰაერო იერიში მიიტანეს

კუნძული ზმეინი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინზე საჰაერო იერიში მიიტანეს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის თქმით, კუნძულზე მათ სხადასხვაგვარი ძალების გამოყენებით "მიზნობრივი იერიშები" მიიტანეს. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამხედრო ოპერაცია კვლავ პროცესშია, შესაბამისად, ოპერაციის დასრულებამდე დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროვება არ ხდება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები