რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ გერმანიისგან Panzerhaubitze2000-ები გაწვრთნილ ეკიპაჟთან ერთად მიიღო

Krauss-Maffei Wegmann-ის წარმოების Panzerhaubitze 2000

უკრაინამ გერმანიისგან პირველი თვითმავალი საარტილერიო Panzerhaubitze2000-ები გაწვრთნილ უკრანულ ეკიპაჟთან ერთად მიიღო მიიღო.

"მატება გვაქვს. პირველი Panzerhaubitze2000-ები მივიღეთ. უკრაინის საარტილერიო ოჯახში გამოჩნდა გერმანული Panzerhaubitze2000-ები გაწვრთნილი უკრაინული ეკიპაჟით". - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა.

60-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნები 11 მაისს დაიწყო და დაახლოებით 40 დღე გაგრძელდა. ისინი სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკის გამოყენებას სწავლობდნენ. თავდაცვის მინისტრმა გერმანელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

PzH 2000 მწარმოებელი კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ია.  თვითმავალ ჰაუბიცებს სტანდარტული ჭურვებით 30კმ-ზე მეტ მანძილზე სამიზნებიის დარტყმა შეუძლიათ. 

კომენტარები