კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 1 კვირაში Covid-19-ით საქართველოში 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 616 შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. 13-19 ივნისის პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 78 650 ტესტი და დადასტურდა 616 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 514 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.78%. ქვეყანაში სულ 676 აქტიური შემთხვევაა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 1 659 371 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 641 830 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 839.


ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება. 

კომენტარები