საქართველო-ევროკავშირი

სამგორის გამგებელი: სიტყვა, რომელზეც ამბავი ატეხეთ, სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს

ჩემი Facebook-ი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი Facebook-ჯგუფი არის დახურული - ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი. 

ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები... სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. უგზო-უკვლოდ მოფრინავი ჩიტების - ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს. 

ამბობს სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე მთავარ არხთან. სამხარაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას Facebook-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ვინც იქ მივიდა, მაგარი სი*ები ხართ, ჩემს თაობას ვეუბნები". მოგვიანებით, მან პოსტი წაშალა. 

კომენტარები