ისრაელი

ბენეტი: თურქეთთან ერთად თურქეთში ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმა აღვკვეთეთ

EPA

ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფთალი ბენეტის თქმით, ისრაელისა და თურქეთის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა ერთად იმუშავეს, რათა ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმები აღეკვეთათ.

"თურქეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად ოპერატიულმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. გასულ დღეებში, ისრაელი-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით, აღვკვეთეთ რიგი თავდასხმები და თურქულ მიწაზე რიგი ტერორისტები იქნა დაკავებული". – თქვა ბენეტმა. 

ისრაელის პრემიერმინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ რამდენი და რომელი ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს.

"კოოპერაცია თურქეთსა და ისრაელს შორის მჭიდროა და ყველა დონეზე სრულდება". – დაამატა ბენეტმა. 

ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს სთხოვს, რომ დატოვონ თურქეთი უახლოეს დღეებში, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა აქ ისრაელის ზოგიერთი მოქალაქის მოკვლას გეგმავდა. თავდაპირველად დაუდასტურებელი ინფორმაცია დაგეგმილი მკვლელობების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, ისრაელისა და თურქეთის სადაზვერვო სამსახურებმა ერთად აღკვეთეს, მედიაში გავრცელდა.  

კომენტარები