მოდით ისე შევხედოთ მოვლენებს, როგორც იყო. გუშინ ორგანიზება იყო სირცხვილიასი, სირცხვილია არის ნაციონალური მოძრაობისა და რადიკალური ოპოზიციის ფრთა. ბოლოს რაც გააჟღერა ბატონმა შოთა გაგარინმა, თუ დიღმელაშვილმა, მათი მთავარი მოტივი არის ეს. იქ მისული საზოგადოება, რა თქმა უნდა, არ იყო ყველა ნაციონალური მოძრაობისა და რადიკალური ოპოზიციის მომხრე. იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც დიდი სურვილი აქვს, რომ ევროპაში ინტეგრაცია განხორციელდეს. ერთი კითხვა მებადება, ოფიციალურად დადასტურებული გვაქვს ჩვენ, ყველას, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, 85% მომხრეა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. გუშინ როგორი პარადოქსი მოხდა უყურეთ, შოთა გაგარინმა რითიც დაასრულა, კონსტიტუციის მუხლი მოიყვანა მაგალითად, სწორედ ამ მუხლის ავტორი არის ქართული ოცნება და პირადად ირაკლი კობახიძე, სადაც ბოიკოტი გამოუცხადა მაშინდელმა ოპოზიციამ და არ მიიღო მონაწილეობა ამ კონსტიტუციის შექმნაში. კონსტიტუცია, ასოცირების ხელშეკრულება, ყველა ეს ფაქტები, რასაც ქართული ოცნება ამ წლების მანძილზე ახორციელებდა, პირდაპირ არის კავშირში, რომ ჩვენ, აი სურვილი, გუშინ კიდევ, უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, არის ქართული ოცნების დამსახურება.
tbl.ge/61tk
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე სირცხვილიას ორგანიზებით აქცია შინ ევროპისკენ გაიმართა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




