ნობელის პრემია

მურატოვმა ნობელის მედალი 103 მილიონ დოლარად გაყიდა, თანხა უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდება

Radio Svoboda

2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, დმიტრი მურატოვის მედალი აუქციონზე 103.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. თანხა UNICEF-ის შუამავლობით უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდება.

22 მარტს ჟურნალისტმა დმიტრი მურატოვმა ნობელის მედლის გაყიდვა გადაწყვიტა.

"მე და Новая газета-მ გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინელი ლტლოვილების დასახმარებელ ფონდს - უკვე 10 მლნ-ზე მეტი ლტოვილია. აუქციონის სახლებს ვთხოვ, გამოგვეხმაურონ". - წერია განცხადებაში.   

მურატოვს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2021 წლის 8 ოქტომბერს გადაეცა

დმიტრი მურატოვი რუსი ჟურნალისტი, რედაქტორი და ტელეწამყვანია. 1995 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა გამოცემა Новая газета-ს. 2004 წლიდან არის დემოკრატიული პარტიის Яблоко-ს წევრი. 2014 წელს აქტიურად აპროტესტებდა რუსეთის შესვლას ყირიმში, 2020 წელს მხარს უჭერდა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. 

2022 წლის აპრილში ნობელის პრემიის ლაურეატს მოსკოვში მატარებლის ვაგონში უცნობი პირი თავს დაესხა და აცეტონიანი საღებავი შეასხა. Washington Post-ის აზრით თავდასხმის უკან რუსეთის დაზვერვა დგას.

კომენტარები