დმიტრი მურატოვი

WASHINGTON POST: დმიტრი მურატოვზე თავდასხმა რუსეთის დაზვერვამ მოაწყო

Be Funky

გამოცემა Washington Post-ის ცნობით გაზეთ Новaя газета-ს მთავარ რედაქტორზე, დმიტრი მურატოვზე თავდასხმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ არის ორგანიზებული. გავლენიანი გამოცემა ამერიკელი მაღალჩინოსანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

"აშშ ადასტურებს, რომ რუსული დაზვერვის ორგანიზებით, 7 აპრილს, Новaя газета-ს მთავარ რედაქტორზე, დმიტრი მურატოვზე თავდასხმა მოხდა". – ამბობს WP-ს ანონიმური წყარო.

7 აპრილს, Новaя газета-ს რედაქტორსა და ნობელის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვს მოსკოვში მატარებლის ვაგონში უცნობი პირი თავს დაესხა და აცეტონიანი, წითელი საღებავი შეასხა. 

"კუპეში აცეტონიანი ზეთის საღებავი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვიდან სამარაში მიდიოდა. მთელ ვაგონს ზეთის სუნი აქვს. გამგზავრება უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები, ჩამოვიბანო. მან [თავდამხმელმა] დაიყვირა - მურატოვ, აი, შენ ჩვენი ბიჭებისთვის". - ამბობს რედაქტორი.

მურატოვს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2021 წლის 8 ოქტომბერს გადაეცა. 22 მარტს მან მედლის გაყიდვა და თანხის უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებელ ფონდში გადარიცხვა გადაწყვიტა

დმიტრი მურატოვი რუსი ჟურნალისტი, რედაქტორი და ტელეწამყვანია. 1995 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა გამოცემა Новая газета-ს. 2004 წლიდან არის დემოკრატიული პარტიის Яблоко-ს წევრი. 2014 წელს აქტიურად აპროტესტებდა რუსეთის შესვლას ყირიმში, 2020 წელს მხარს უჭერდა ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

 

კომენტარები